Sunday, October 11, 2009

”ჩვენ და გარესამყარო”

1.პროექტის სახელი: ”ჩვენ და გარესამყარო”
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია გარემოს დაბინძურების პრობლემის დანახვა,გათავისება და გადაჭრის გზების ძიება.
3.პროექტის ვრცელი აღწერა:ეს პროექტი მიზნად ისახავს, რომ თვითონ ბავშვებმა შეიგნონ ეს პრობლემა, გაითავისონ და ამით უფროსებს დაანახონგარემოს დაცვის აუცილებლობა,პრობლემის გამოსწორებაზე იზრუნონდა მოძებნონ გამოსავალი.
პროექტში მონაწილე ბავშვები პირველ ეტაპზე მოიძიებენ ინფორმაციას გარემოს დაბინძურების შესახებ თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება (გარდა ”თვალსაჩინო” ნაგვის) და გადაჭრის ხერხები ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ.მეორე ეტაპზე: ბავშვები დაამზადებენ და წარადგენენ თავიანთ დამზადებულ პლაკატებს და მოწოდებებს, ფოტომასალებს, ნახატებს. მესამე ეტაპზე პრობლემის გადასაჭრელად ბავშვები: ა) იღებენ ინტერვიუებს.
ბ) ეწყობა ფილმების ჩვენება
გ)ადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას (პრობლემა, გამომწვევი მიზეზები, გადაჭრის გზები)
ბოლოს ბავშვები ერთობლივად აწყობენ დადგმებს, გამოფენებს.
4.მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 10-16წწ. VI-XI
5.ვადები/ხანგრძლივობა:2010 წლის მარტიდან 3-4 თვის განმავლობაში.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: კლასებს შორის შეჯიბრი კლასის დალაგებაში,ჯგუფებს შორის აქტივობები სკოლის ეზოს დასუფთავებაში.გარემოს დაცვის სურათების გამოფენა და დასკვნითი საქველმოქმედო კონცერტის მოწყობა სახელწოდებით ”ჩვენ და საქართველო”.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოფენები, პრეზენტაციები, ბლოგი, ჩანახატები, დღიურები.
8.სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი განხორციელდება ჩვენს სკოლაში მსწავლებ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს და ადგილობრივ ბავშვებს შორის,ასევე შეიძლება ჩავრთოთ ჩვენი თანამეგობარი გაეროს სკოლაც.ეს ბავშვები ერთობლივი მუშაობით დაუმეგობრდებიან ერთმანეთს,მიეჩვევიან ხალხთან ურთიერთობას.თავს იგრძნობენ საჭირო ადამიანებად და სახალისო გახდება მათი ცხოვრება.ასევე ამ ბავშვების მიერვე ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის დროს მოწვეულ სტუმრებს (მასწავლებლები, მშობლები) შორის ჩამოტარდება ყუთი და შიგ ჩაიყრება სიმბოლური თანხა.შემოწირული თანხით მონაწილეებს დაურიგდებათ სამახსოვრო პრიზები,მოეწყობა ალაფუშეტი და ვეცდებით ბავშვთა სახლს გადავცეთ სამახსოვრო საჭირო ნივთი.
სამუშაო ენა: ქართული
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული,ბუნება,ქიმია,ხელოვნება,შრომა,საინფორმაციო ტექნოლოგიები.
10.მონაწილე სხვა სკოლიდან: წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;მერიის სკოლის წარმომადგენლები.
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლია მატიაშვილი.
12.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: l.matiashvili137@gmail.com
13.თანავტორთა ჯგუფი/დამხმარეები: რ. ოძელაშვილი, ლ.სულაძე, თ.მამუკაშვილი.
14.პროექტი/ფორუმი/დისკუსია: პროექტი ”ჩვენ და გარესამყარო”
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://www.blogger.com/

Thursday, October 8, 2009



ბავშვებო ეს თქვენ აუცილებლად გამოგადგება
ქიმია არის საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერებებს, მათ თვისებებს, გარდაქმნებს და ამ გარდაქმნათა თანმხლებ მოვლენებს.
ეს ჩემი პირველი ბლოგია